მერვე მოწვევის პარლამენტის 4 წლიანი საქმიანობის შეფასება

05 ოქტომბერი 2016

2016 წლის 5 ოქტომბერს  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საპარლამენტო მონიტორინგის ფარგლებში წარადგინა მერვე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შემაჯამებელი შეფასება.

ჩვენი შეფასებით მერვე მოწვევის პარლამენტი წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით უფრო პლურალისტური იყო, რასაც ასევე განაპირობებდა მნიშვნელოვანი რაოდენობით წარმოდგენილი ოპოზიცია. საპარლამენტო სხდომებზე მრავლად იყო თემატური დისკუსიები. გაიზარდა საკანონმდებლო ორგანოს ღიაობის და გამჭვირვალობის ხარისხიც, თუმცა ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები კვლავ გადასადგმელია. დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის საზოგადოების წარმომადგენლებს, ჰქონდათ საშუალება ჩართულიყვნენ საპარლამენტო დისკუსიებში და მოეპოვებინათ ინფორმაცია პარლამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

მუხედავად ამისა, საპარლამენტო მუშაობაში იყო გამოწვევებიც: პარლამენტი არ ასრულებდა ეფექტურად აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ფუნქციას. საკანონმდებლო პროცესი ხასიათდებოდა არაერთი ხარვეზით: კვლავაც ხდებოდა დაუსაბუთებლად კანონების დაჩქარებული წესით მიღება და კანონის ამოქმედების სისტემატური გადავადება.

მერვე მოწვევის პარლამენტში არაერთი შემთხვევა იყო პარლამენტის წევრების მიერ ეთიკის ნორმების დარღვევის, პარლამენტის წევრები პასუხისმგებლობით არ ეკიდებოდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაზეც სხდომათა გაცდენების მაჩვენებელიც მიუთითებს, თუმცა პარლამენტის მხრიდან არ ხორციელდებოდა დისციპლინური სანქციების ეფექტური გამოყენება.  

მე-8 მოწვევის პარლამენტში ჩატარდა 231 პლენარული სხდომა. მათ შორის, 62 პარლამენტის რიგგარეშე სხდომა. კვორუმის არ არსებობის გამო არ შედგა 10 სხდომა. (აქედან 2 რიგგარეშე).  

მიღებული კანონები

1. მერვე მოწვევის პარლამენტმა მიიღო 1505 კანონი. აქედან:

  •   მთავრობის მიერ ინიციირებული 865 კანონი
  •   პარლამენტის წევრების მიერ ინიციირებული 440 კანონი
  •   საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიციირებული 1 კანონი
  •   პარლამენტის კომიტეტების მიერ ინიციირებული 177 კანონი
  •   პარლამენტის ფრაქციების მიერ ინიციირებული 13 კანონი
  •   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ ინიციირებული 7 კანონი
  •   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებული 1 კანონი.

2. პარლამენტში განხილული კანონებიდან :

  •   პროგრესული კანონები და საკანონმდებლო ცვლილებები იყო: კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, არასრულწოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, სასჯელის უპირობო შეკრებითობის გაუქმება, არასრულწლოვანთა ქორწინების აკრძალვა და აშ. 
  •   პოზიტიური კანონები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს: საჯარო სამსახურის რეფორმა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექი, შრომის კოდექსი და აშ.
  •   ნეგატიური საკანონმდებლო ცვლილებები: შუღლის გაღვივების კრიმინალიზება, ეროვნული ბანკისთვის საზედამხედველო ფუნქციის ჩამორთმევა, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და აშ.
  •   განხორციელებული რეფორმები მნიშვნელოვანი ხარვეზებით: შინაგან საქმეთა სამინისტოს რეფორმა, პროკურატურის რეფორმა, სასამართლოს რეფორმა და აშ.
  •   პროგრესული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც არ მიიღო პარლამენტმა: მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონდებლო ცვლილებები და აშ. 

3. მერვე მოწვევის პარლამენტში პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლების გამოყენება მოხდა 17 საკანონდებლო პაკეტზე:

  •   2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პრეზიდენტმა 20 კანონზე გამოიყენა ვეტოს უფლება (13 საკანონმდებლო პაკეტი)
  •   2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან 2016 წლის 24 ივლისის ჩათვლით პერიოდში 20 კანონზე (4 საკანონდებლო პაკეტი).

4. ანგარიშში განხილულია მერვე მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული კანონებიდან საკონსტიტუციო სასამართლოს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელიც შეეხება მერვე მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული კანონების გაუქმებას და ნორმების მოქმედების შეჩერებას: მაგ. ფარულ მოსმენა მიყურადების მარეგულირებელი ნორმების გაუქმება, ქმედუნარიანობის ინსტიტუტის რეფორმა, უცხოელებზე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებაზე მორატორიუმის გაუქმება, ნორმის მოქმედების შეჩერება, რომელიც ეროვნულ ბანკს საზედამხედველო ფუნქციას ართმევს და აშ.

ინფორმაცია პარლამენტის თითოეული წევრის აქტივობის შესახებ.

1.    მერვე მოწვევის პარლამენში აქტიურობით შემდეგი წევრები გამოირჩეოდნენ:

  •   ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორი - კობა დავითაშვილი 68 კანონპროექტის ინიციატორი
  •   ყველაზე მეტი მიღებული კანონის ავტორი - გია ჟორჟოლიანი 53 კანონი
  •   სიტყვით გამოსვლის ყველაზე მაღალი რაოდენობა - ჩიორა თაქთაქიშვილი 478
  •   პლენარული სხდომის საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა აქვს კობა ნაყოფიას 172 გაცდენა
  •   პლენარული სხდომის არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა აქვს კობა დავითაშვილს - 39 გაცდენა
  •   კომიტეტის სხდომის საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა აქვს ლევან ბეჟაშვილს - 226 გაცდენა
  •   კომიტეტის სხდომის არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა აქვს ნუგზარ წიკლაურს - 166 გაცდენა

2. პასიური დეპუტატები

  • მერვე მოწვევის პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გამოიყენა 72 წევრმა.
  • სიტყვით გამოსვლის უფლება საერთოდ არ გამოუყენებია 16 დეპუტატს მათ შორის უმრავლესობიდან გოდერძი ბუკიაალექსანდრე თამაზაშვილიგოგი ლიპარტელიანიალი მამედოვიენზელ მკოიანირამაზ ნიკოლაიშვილიგიორგი ფეიქრიშვილი, , თამაზ ყაჭეიშვილირევაზ შავლოხაშვილიშოთა ხაბარელიროსტომ ხალვაშითენგიზ ხუბულური და უმცირესობიდან ზაზა კედელაშვილიკობა ნაყოფიალევან ქარდავანიკოლოზ ყიფშიძე.

გაცდენები

  •  საანგარიშო პერიოდში საპატიო მიზეზით პლენარული სხდომის 5913 გაცდენა დაფიქსირდა. აქედან მივლინება - 855, ავადმყოფობა - 417, პოლიტიკური მოსაზრების გამო - 541, ოჯახური მდგომარეობის გამო - 4100
  •  არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომის გაცდენის საერთო რაოდენობა - 983
  •   საპატიო მიზეზით კომიტეტის სხდომა გაცდენის საერთო რაოდენობა - 4700
  • არასაპატიო მიზეზით კომიტეტის სხდომა გაცდენის რაოდენობა - 4436

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.

Sweden Logo

 

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით