ლატარიებისა და აზარტული თამაშობების მოწყობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები ინიციირებულია ბიუროს 97-ე სხდომა (30 ოქტომბერი, 2017)

31 ოქტომბერი 2017

1. ბიუროზე დარეგისტრირდა სიმონ ნოზაძისა და გია ჟორჟოლიანის საკ. ინიციატივა, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად:

  • საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტიაც, რომელიც პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით

როგორც ინიციატორები აღნიშნავენ, 2018 და საშუალოვადიან პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტზე გავლენა შეადგენს თითოეული პარტიისათვის წლიურად მინიმალური ოდენობით 300 ათას ლარს

ინციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14642

2. ბიუროზე დარეგისტრირდა ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად:

  • უპატრონო გვამის დეფინიციაში მოიაზრება ასევე ის კატეგორიაც, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ გარდაცვლილის ნათესავი, კანონიერი წარმომადგენელი ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირი დადგენილია (მოძიებულია), მაგრამ ეს პირი უარს აცხადებს მის დაკრძალვაზე
  • კანონის არსებულ რედაქციაში ჩანაწერიმაღალმთიან რეგიონებში ჯანმრთელობის დაცვა უფასოა და ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯზე“, იცვლება ჩანაწერითმაღალმთიან რეგიონებში ჯანმრთელობის დაცვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“;
  • და სხვა ცვლილებები

სისხლის სამართლის საპროცეო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად:

  • ამოუცნობი ან უპატრონო გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გადაცემა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებისთვის, აგრეთვე სამედიცინო ან/და საექსპერტო დაწესებულებისთვის ხორციელდება პროკურორის ნებართვით, რომელიც აღსასრულებლად გადაეცემა გამოძიების მწარმოებელ ორგანოს

კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14641

3. ბიუროზე დარეგისტრირდა ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონში და მის თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ მთავრობის ინიციატივა, რომლის თანახმად:

  • ტერმინისსამორინეს მაგიდა" ცვლილებით, თუ სამორინეს მაგიდაზე 2 წარმომადგენელს შორის მიმდინარეობს თამაში უნდა გადაიხადოს 2 მაგიდის მოსაკრებელი
  • დაემატა დამოკიდებულ პირთა სიის განმარტება, რომელიც მოიცავს აზარტულ ან მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზას. . დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანა ხდება, თავად პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შესაბამის განაცხადს წარადგენს შემოსავლების სამსახურში და სასამართლოს ბრძანების საფუძველზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად. თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიას აწარმოებს შემოსავლების სამსახური და სიაში პირის შეტანა ხორციელდება 3 წლის ვადით. ნებართვის მფლობელი ვალდებულია მოთამაშის ობიექტზე დაშვებამდე ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშში მონაწილეობამდე, გადაამოწმოს პირი შესაბამის რეესტრში და მისი არსებობის შემთხვევაში არ დაუშვას დამოკიდებული პირის სათამაშოდ დაშვება, ასევე განიმარტა ტერმინი - „თამაშზე დამოკიდებული პირი“. კერძოდ, თამაშზე დამოკიდებული პირი არის ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე და რომელიც შეტანილია დამოკიდებულ პირთა სიაში მიუხედავად მისი შედეგისა
  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში საქართველოს მოქალაქისთვის მონაწილეობის მისაღებად, სავალდებულო ხდება მისი მოთამაშედ რეგისტრაცია მოთამაშეთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში
  • დაემატა შეზღუდვა 21 წლამდე საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ. სხვადასხვა მუხლებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, აზარტულ და მომგებიან თამაშობებში აკრძალულია 21 წლამდე საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის სათამაშოდ დაშვება.
  • და სხვა ცვლილებები

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილება:

  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილეობისთვის იმ საქართველოს მოქალაქის დაშვება, რომელიც არ არის რეგისტრირებული მოთამაშედ მოთამაშეთა ერთიან რეესტრში გამოიწვევს აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაშიგამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
  • ასევე გათვალისწინებულია ჯარიმები მოთამაშეთა ერთიან რეესტრში დაურეგისტრირებელი პირის და ასევე დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილი პირების გათამაშებებში მონაწილეობის შემთხვევებისთვის
  • და სხვა ცვლილებები

ეს და სხვა კანონებში შესატანი ცვლილებები იხ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14632

 

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით