კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროექტი ინიციირებულია (ბიუროს 99-ე სხდომა)

06 ნოემბერი 2017

ბიუროზე დარეგისტრირდა საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიზანს წარმოადგენს ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული რეკომენდაციების ასახვა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში. ცვლილებებით:

  • ზუსტდება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციური საფუძვლები და ხდება ახალი რედაქციიდან სიტყვების – „სახელმწიფო უსაფრთხოება“, „დანაშაულის თავიდან აცილებადამართლმსაჯულების განხორციელებაამოღება
  • ხდება . . ბონუსის სისტემის ამოღება
  • საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით 3 თვით იზრდება შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები. უქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით
  • მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, გარდა პოლიტიკური პარტიებისა, ექნებათ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებსაც
  • ტერმინიხმოსანიიცვლება ტერმინით – „საარჩევნო კოლეგიის წევრი

კანონპროექტი იხ.აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14653

ასევე შეიქმნა საყოველთაო სახალხო-განხილვის საორგანიზაციო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:

  • ირაკლი კობახიძე
  • თამარ ჩუგოშვილი
  • ირმა ინაშვილი
  • არჩილ თალაკვაძე
  • მამუკა მდინარაძე
  • სალომე ზურაბიშვილი
  • ვასილ გონაშვილი
  • თენგიზ შარმანაშვილი
  • ლაშა ტუღუში
  • თორნიკე ჭეიშვილი

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით