ე.წ. კანონიერ ქურდობასთან დაკავშირებით სასჯელების გამკაცრებაზე მთავრობის ინიციატივა პარლამენტშია

27 თებერვალი 2018

(ბიუროს 136-ე სხდომა)

  1. ბიუროზე დარეგისტრირდა ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსში და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ მთავრობის ინიციატივა,  ცვლილებებით:

  • „ქურდული სამყაროს" წევრობისთვის  ნაცვლად 5-8 წლამდე იქნება 7-10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა

  • „კანონიერი ქურდობისთვის"  ნაცვლად 7-10 წლამდე   თავ. აღკვეთისა იქნება 9-15 წლამდე

  • დასჯადი გახდება „ქურდული შეკრების" ორგანიზება და მასში მონაწილეობა - 7-10 წლამდე თავის. აღკვეთით

  • დასჯადი ხდება „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა  დაისჯება  - 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით

კანონპროექტები იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15208

2. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის შესაბამისად:

  • იზრდება ჯარიმა წვრილმანი ხულიგნობისთვის -  ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა გახდება 500-დან 1000 ლარამდე

  • სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება გამოწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 4000 ლარამდე, ნაცვლად 250 ლარიდან 2000 ლარამდე დაჯარიმებისა.

კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15197

3. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • თბილისის მთავრობა გასცემს ნებართვას მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანაზე

  • სანებართვო პირობების დარღვევით ან ნებართვის გარეშე ტაქსით გადაყვანა   გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით

  • ასევე განისაზღვრება 100 ლარიანი ჯარიმა ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მხრიდან  განსაზღვრულ ქუჩებზე დადგენილი გაჩერების წესის დარღვევისათვის

კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15192

4. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის შემოღებას. კერძოდ:

  • მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი არის  პირი, რომელიც უზრუნველყოფს დაზარალებულის/მოწმის მხარდაჭერას სამართალწარმოების პროცესში და  საქმეში შესაძლებელია ჩაერთოს პროკურორის გადაწყვეტილებით.

  • კოორდინატორის საქმეში ჩართვის მიზანია მოწმისა და დაზარალებულისთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება, დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირება, ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება და გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპზე მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა

ვრცლად იხ.:https://info.parliament.ge/#law-drafting/15198

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით