დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ დამატებითი რეგულაციების შესახებ ინიციატივა წარედგინა პარლამენტს

18 დეკემბერი 2017

ბიუროს 119-ე სხდომა

1. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა შრომის კოდექსსა და თანმდევ კანონპროექტებში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად:

  • დამატებით განისაზღვრება რომ ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალუალია მათ შორის ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე

  • შრომის კოდექსში ემატება ჩანაწერი, რომ აკრძალულია დასაქმებულისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და/ან რაიმე სახის უარყოფითი მოპყრობა და მასზე ზემოქმედება იმის გამო, რომ მან დისკრიმინაციისაგან დასაცავად განცხადებით ან საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლა მასთან

  • საჯარო სამსახურის შესახებ კანონს ემატება ჩანაწერი, რომლის შესაბამისად სამუშაო ადგილზე პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მიიღოს ზომები დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა თანაბარი მოპყრობის მიზნით, მათ შორის, ასახოს დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები შინაგანაწესში და სხვა დოკუმენტებში და უზრუნველყოს მათი შესრულება

კანონპროექტები იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14955

2. ბიუროზე დარეგისტრირდა სესიაშვილისა და ბესელიას ინიციატივა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი 2019 წლის 1 იანვრამდე არ გავრცელდება ტერორისტულ დანაშაულებთან დაკავშირებით.

მოწმეთა დაკითხვის  ახალი წესის თანახმად, მოწმეს, მისი სურვილის შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოების თანამშრომელთა წინაშე დაკითხვის ნაცვლად, სასამართლოს წინაშე დაკითხავენ.

კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14920

3. ბიუროზე დარეგისტრირდა წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმად:

  • ემატება ჩანაწერი ფარმაკოლოგიური საშუალებების კლინიკამდელი და კლინიკური კვლევის შესახებ, რომლის თანახმად საქართველოში დასაშვები იქნება ჯანმრთელ მოხალისეზე სამკურნალო საშუალების ბიოექვივალენტობისა და ფარმაკოკინეტიკური კვლევის ჩატარება, კვლევა დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ იგი ნაწარმოებია საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული GMP-ის რომელიმე სტანდარტით, ხოლო დაუშვებლად მიიჩნევა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული და მასთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების კლინიკური კვლევა.

  • პროგრესული თერაპიის სამკურნალო საშუალებები ბაზარზე დაიშვება აღიარებითი რეჟიმით იმ შემთხვევაში, თუ იგი დაშვებულია ევროპის წამლის სააგენტოს ან აშშ წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს მიერ მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე.

  • სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმით რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების ვადად განისაზღვრება 5 წელი

  • ფარმაცევტული პროდუქტის ხელახალი რეგისტრაციისას დაინტერესებული პირი ვალდებულია, სააგენტოში წარადგინოს გვერდითი ეფექტების შესახებ ბოლო 4 წლის მონაცემები, ნაცვლად 5 წლისა

კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14916

4. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების ი. შიოლაშვილი, დ. ხუნდაძე, კ. ლურსმანაშვილი, გ. მეშველიანი, რ. მუჩიაშვილი, გ. ენუქიძე ინიციატივა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად:

  • შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რიცხოვნობის შეზღუდვა არ გავრცელდება მერის მიერ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნულ მერის წარმომადგენლებზე

კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14913



 

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით