დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაერთიანების შესახებ პროექტები მთავრობამ გამოითხოვა (ბიუროს 112-ე სხდომა)

05 დეკემბერი 2017

                                დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაერთიანების                                                                  შესახებ პროექტები მთავრობამ  გამოითხოვა

                                                                         (ბიუროს 112-ე სხდომა)

  1. მთავრობამ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტიდან  გაითხოვა ის ინიციატივები, რომლითაც საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაერთანება იყო გათვალისწინებული.

იხ. მთავრობის მიმართვა  https://info.parliament.ge/#law-drafting/14858

   2. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად:

  • გადავადდება საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო აქტის მიღების ვადა 2018 წლის 31 დეკემბრამდე ნაცვლად 2017 წლის 31 დეკემბრისა

  • ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების დადგენა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელდება 2018 წლის 1 ივლისამდე ნაცვლად 2017 წლის 31 დეკემბრისა

კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14857

     3. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ მთვარობის ინიციატივა, რომლის თანახმად:

  • ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობის    ფაქტის დაფიქსირებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარიმო ქვითარი გამოიწერება და სამართალდამრღვევს საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის მისამართის მიხედვით. შესაბამისად, აღნიშნული სამართალდარღვევა აღარ განეკუთვნება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობას

  • განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის ჩაბარების წესი

კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14855

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით