დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტს წარედგინა

24 იანვარი 2018

(ბიუროს 126-ე სხდომა)

  1. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა დაგროვებითი პენსიის შესახებ ახალი კანონის თაობაზე და მის თანმდევ კანონებში ცვლილებების პროექტები. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა  არ უზღუდავს პირს უფლებას მიიღოს სახელმწიფო პენსია ან სხვა სახის პენსია თუ დახმარება. კანონი სრულად ამოქმედდება 2018 წლის 1 ივლისიდან.  წარმოდგენილი ინიციატივით:

  • დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია ყველა თვითდასაქმებულისათვის  შემოსავლის ნაწილში. ამასთანავე განსაზღვრულია სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევა

  • განისაზღვრება დაგროვებითი საპენსიო სქემის  შენატანების დაფინანსების წესი

  • დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია სსიპ საპენსიო სააგენტო. სააგენტოს თანამშრომელთა ანაზღაურების ზღვრულ ოდენობაზე არ ვრცელდება კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები

  • გარდა საინვესტიციო საქმიანობისა საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებას სამეთვალყურეო საბჭო

  • სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის რეგულირებას ახორციელებას ეროვნული ბანკი.

საკანონმდებლო ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15012

2. ბიუროზე დარეგისტრირდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა ნორმატიული აქტების შესახებ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის დაზუსტებას საერთაშორისო აქტებთან შესაბამისობის ნაწილში. წარმოდგენილი ინიციატივით:

  • განმარტებით ბარათში მოცემული უნდა იყოს კანონპროექტის შესაბამისობა არა მხოლოდ ევროკავშირის დირექტივებთან არამედ ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთანაც

  • ხდება დაზუსტება იმ  მითითების რომ  ხელშეკრულების და შეთანხმების რომელ ნაწილს ან/და მუხლს უკავშირდება კანონპროექტის მიღება (ასეთს არსებობის შემთხვევაში)

  • დააკონკრეტებს, ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე, თუ ევროკავშირის რომელ სამართლებრივ აქტთან მოდის შესაბამისობაში კანონპროექტი

  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს ექნება ახალი დანართი N1, რომლის შევსება სავალდებულო იქნება კანონპროექტის ინიციატორისთვის, თუ კანონპროექტი ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან ჰარმონიზება-დაახლოებას გულისხმობს.

საკანონმდებლო ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15008

3. ბიუროზე დარეგისტრირდა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები მაუწყებლობის შესახებ კანონსა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებებზე.

მოტივირებული შენიშვნები იხ. აქ:  https://info.parliament.ge/#law-drafting/15026

4. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ. წარმოდგენილი ინიციატივით:

  • კანონის რეგულირების სფერო გაფართოვდა და იგი დაარეგულირებს საქართველოს ბაზარზე განთავსებული იმ პროდუქტების ზედამხედველობის საკითხებს, რომელთა მიმართ დადგენილია მოთხოვნები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით, და რომლებისთვისაც ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განსაზღვრულია სსიპ  ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. მაგრამ არ  შეეხება იმ პროდუქტების ზედამხედველობის საკითხებს, რომლებზეც ვრცელდება კანონი - სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • დგინდება  ჯარიმები ეკონომიკური ოპერატორის მიერ სააგენტოს მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ზედამხედველობის პროცესის ხელის შეშლისათვის, ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობისათვის და კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისთვის.

საკანონმდებლო ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15009

5. ბიუროზე დარეგისტრირდა ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების საკანონმდებლო წინადადება ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონის პროექტისა და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ. წარმოდგენილი წინადადებით:

  • განისაზღვრება ცხოველთა სამართლებრივი სტატუსი, მოვლა-პატრონიბისათვის პირობები, მფლობელების ვალდებულება და პასუხიმსგებლობა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციის საკითხი ცხოველებზე ზრუნვის მიმართულებით

  • კომპანიონ ცხოველთა გასეირნებისა და ტრანსპორტირების წესებს

  • განისაზღვრება ცხოველების იზოლირების შემთხვევები, მათ შორის უთითებენ, რომ იზოლირება უნდა მოხდეს იმ პირების მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი ცხოველთა დაცვის ორგანიზაციაში და გააჩნიათ სერტიფიკატი

  • წინადადება ითვალისწინებს ცხოველთა ერთიანი რეესტრის შექმნას და რეგისტრაციის სავალდებულოობას

საკ. წინადადება იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15037



 

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით