ბიუროს მე-80-ე სხდომა (24 ივლისი, 2017)

13 სექტემბერი 2017

1. ბიუროზე დარეგისტრირდა . ლილუაშვილისა და . მხეიძის ინიციატივა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. ცვლილებები მათ შორის გულისხმობს მერისა და მმართველი საბჭოს უფლებამოსილებების ახლებურად განსაზღვრას და ..

კანონპროექტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14163

2. ბიუროზე დარეგისტრირებულია თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსშ ცვლილებების შეტანის შესახებ პარლამენტის წევრების ინიციატივა, რომელიც გულისხმობს:

  • თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებულ შეფუთვასთან დაკავშირებით რეგულაციების კანონმდებლობაში იმპლემენტაციის ვადის გადაწევას - ნაცვლად 2017 წლის 1 ივლისისა დაამტკიცოს 2022 წლის 1 ივლისამდე; ხოლო თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის/განლაგების მომწესრიგებელი ნორმების ამოქმედების ვადად განისაზღვრება 2022 წლის 31 დეკემბერი (2018 წლის 1 იანვრის ნაცვლად)

კანონპროექტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14170

3. ბიუროზე დარეგისტრირებულია ფრაქციასაქართველოს პატრიოტების" ინციატივა ახალი კანონის პროექტის ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ. კანონპროექტის თანახმად განისაზღვრება საქართველოს ტერიტორიაზებოლო საცხოვრისისმიმართ იძულებითი აღსრულების წესსა და პირობებს. ინიციატივა ასევე გულისხმობს ცვლილებების შეტანას თანმდევ კანონპროექტებში.

კანონპროექტები იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14164

4. ბიუროზე დარეგისტრირებულია ბიზნესუმბუდსმენის საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ცვლილების განხორცილეებას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონში, საკ. წინადადების თანახმად, შემოთავაზებულია, რომ:

  • მორატორიუმი არ გავრცელდეს მის ამოქმედებამდე უცხოელის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის და საქართველოს კანონმდელობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციული ბანკებსა და მიკროსოფინანსოებზე

წინადადება იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14183

5. ბიუროზე დარეგისტრირდა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები შემდეგ საკანონმდებლო აქტებზე:

  • 29 ივნისს მიღებულ და ხელმოსაწერად წარდგენილსაქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებკანონპროექტზე იხ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14225
  • 30 ივნისს მიღებულ და ხელმოსაწერად წარდგენილსაქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილების შეტანის თაობაზეადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებკანონპროექტებზე, იხ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14226 http://info.parliament.ge/#law-drafting/14231

6. ბიუროზე დარეგისტრირდა . გოცირიძის ინიციატივა საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად:

  • უნდა შემცირდეს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების მოცულობის ზღვრული ოდენობა, ორივე ფონდის მოცულობა, ერთად აღებული, არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 1%- და სხვა ცვლილებები

კანონპროექტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14181

7. ბიუროზე დარეგისტრირებულია მთავრობის ინციიატივა დაზღვევის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც სხვა ცვლილებებთან ერთად ითვალისწინებს სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დაფინანსების წყაროს შეცვლას და იგი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან გადადის თვითდაფინანსებაზე.

კანონპროექტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14201

8. ბიუროზე დარეგისტრირდა სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ . წიკლაურის ინიციატივა, რომლის თანახმად:

  • იმ სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ, რომლებსაც არ აქვთ სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია ადმინისტრ. სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების გადავადება მოხდება ერთი წლით - 2018 წლის 1 სექტემბრამდე

კანონპროექტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14252

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით