ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ცვლილებები ინიციირებულია (ბიუროს 102 სხდომა)

08 ნოემბერი 2017

1. ბიუროზე დარეგისტრირდა საგზაო მოძრაობის შესახებ და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ მთავრობის ინიციატივა.

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილებების თანახმად:

  • პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება განისაზღვრება შემდეგნაირად: ტექნიკური ოპერაციებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც დაწესებული პერიოდულობით დგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა.
  • საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და დადგ. წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოსაკრედიტაციის ცენტრის მიერ შესაბამის სფეროში აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრებში.
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობის და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები უნდა განისაზღვროს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით
  • ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩაუტარდათ 2018 წლის 1 იანვრამდე, არ საჭიროებენ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ჩატარებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების დარჩენილი პერიოდის ამოწურვამდე

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში:

  • იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50ლარის ოდენობით.
  • ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართავად/საექსპლუატაციოდ გადაცემა/დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით
  • მითითებულ სამართალდარღვევისთვის პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს

კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14661

 

2. ბიუროზე დარეგისტრირდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად:

  • საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით (მიკროავტობუსით) უბილეთოდ მგზავრობა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით (მოქმედი რეგულაციით 5 ლარი)
  • ემატება მითითება იმის შესახებ, რომ მგზავრმა მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა
  • საურავის ოდენობა განისაზღვრება დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით (მოქმედი რეგულაციით 50 ლარი)


კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14654


3. ბიუროზე საკანონმდებლო ინიციატივად დარეგისტრირდა ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მიერ თავდაპირველად წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება (https://info.parliament.ge/#law-drafting/13554) მაუწყებლობის შესახებ და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც მათ შორის გულისხმობს:

  • მედია წიგნიერების საკანონმდებლო დეფინიციის განსაზღვრას
  • კომისიის ფუნქციებს ემატება მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობის ფუნქცია, აღნიშნულის განხორციელების შესახებ უნდა იყოს აღნიშნული ასევე კომისიის ანგარიშში

კანონპროექტები იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14655

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით