71-ე ბიუროს სხდომა (20 ივნისი, 2017)

22 ივნისი 2017

 

  1. ბიუროზე დარეგისტრირდა ლილუაშვილისა და ქვარაიას ინიციატივა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის მიზანია, საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ:
  • საარჩევნო კოდექსის შესაბამისი მუხლებიდან ხორციელდება ტერმინებისგამგეობადაგამგებელიამოღება
  • ახლებურად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემადგენლობა და ქალაქების შემთხვევაში აღნიშნული დაუკავშირდება ამომრჩეველთა რაოდენობას
  • და სხვა ცვლილებები

კანონპროექტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14096

2. ბიუროზე დარეგისტრირდა . კუჭავასა და . მდინარაძის ინიციატივა საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად:

  • ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები (მოტოციკლები (მოპედების ჩათვლით), კვადროციკლები და ..) იმპორტი ან/და მიწოდება გათავისუფლდება ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან.

კანონპროექტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14098

3. ბიუროზე დარეგისტრირდა დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ კანონსა და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ მთავრობის ინიციატივა, რომლის თანახმად:

  • ყაზბეგის ეროვნული პარკის საზღვრებიდან გამოვა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონთან მდებარე ყოფილი პიონერთა ბანაკის ტერიტორია

კანონპროექტები იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14091

4. ბიუროზე დარეგისტრირდა . დანელიას ინციატივა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს:

  • კანონში ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისა და ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ცნებებისა და ამ პროგრამების მარეგულირებელი ნორმების დადგენას

კანონპროექტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14097

5. ბიუროზე დარეგისტრირდა . წულაიას, . ზარდაიშვილის . მდინარაძის ინიციატივა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად ამკრძალავი ნიშნებისგაჩერება აკრძალულიადადგომა აკრძალულიამოთხოვნის დაუცველობის, ასევე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების დაუცველობა გამოიწვევს კვლავ 10 ლარის (ნაცვლად 20 ლარისა) ოდენობით დაჯარიმებას.

კანონპროექტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14101

6. ბიუროზე დარეგისტრირებულია . არველაძის ინიციატივა (ავტორი: საქ. კომუნიკაციების ეროვნული კომისია) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც განიხილება დაჩქარებული წესით. ცვლილებების თანახმად:

  • გათვალისწინებულიასაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის ცალკეული ნორმების გავრცელება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების აპარატში დასაქმებულ პირებზე.
  • და სხვა ცვლილებები

კანონპროექტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14089

7. ბიუროზე დარეგისტრირდა . მაღრაძის ინიციატივა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. ცვლილების თანახმად ემატება ჩანაწერი, რომ:

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული შეიძლება არსებობდეს ფაკულტეტის, სკოლის, ინსტიტუტის ან სხვა სახით

კანონპროექტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14090

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით