66-ე ბიუროს სხდომა (12 ივნისი, 2017)

14 ივნისი 2017
  1. ბიუროზე დარეგისტრირდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ პარლამენტის წევრების ინციიატივა. ამ ინციატივის თანახმად: 
  • კონსტიტუციური კანონის პროექტის ძალაში შესვლამდე, ჩერდება მოქმედი კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიულ პირის საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადასვლის საკითხს. (მორატორიუმის გამოცხადება)

ვრცლად იხ. http://info.parliament.ge/#law-drafting/14068

2. ბიუროზე დარეგისატრირდა ჯანდაცვის კომიტეტის ინციიატივა ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად

  • კანონითგანსაზღვრულ ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხის (სია 2) შენიშვნისპუნქტს ემატება ბუპრენორფინის შემცველი ყველა კომბინირებული პრეპარატი.


კანონპროექტი: http://info.parliament.ge/#law-drafting/14061

3. გიგზავნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ფინანსური აუდიტის დასკვნას, რომელიც წარმოადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ.

იხ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14063

4. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (ასევე თანმდევ კანონპროექტებში). მიზანი არის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად აღებული ვალდებულების შესრულების შედეგად, საავტორო უფლების მფლობელებისთვის, გარკვეულ შემთხვევებში, დაცვის დამატებითი ვადის მინიჭება და ამასთან ერთად ინიციატივა გულისხმობს შემდეგს:

  • შემსრულებელს ენიჭება უფლება შეწყვიტოს ხელშეკრულება, რომლითაც უფლებები მისი შესრულების ჩანაწერზე გადასცა ფონოგრამის დამამზადებელს, თუ ფონოგრამის დამამზადებელს ფონოგრამის მართლზომიერი გამოცემიდან ან საჯარო გადაცემის 50 წლის შემდეგ გასაყიდად არ გამოაქვს ფონოგრამის ასლების საკმარისი რაოდენობა ან არ ხდის მათ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს
  • და სხვა ცვლილებები

კაონპროექტთა პაკეტი იხ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14076

5. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ცვლილებით განისაზღვრება, რომ:

  • ექსპერტთა ვინაობა, რომლებიც უზრუნველყოფენ სამეცნიერო საგრანტო კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შეფასებას, კონფიდენციალურია.

ეს ცვლილება განპიროებულია საკონსტიტუციო სასამართლლოს გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მთავრობის დადგენილება რუსთაველის ფონდის სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შესახებ, რომელიც ექსპერტთა ვინაობის კონფიდენციალურობის საკითხს შეეხებოდა. მთავრობას მიაჩნია რომ ამ გადაწყვეტილებას მოყვება უარყოფითი შედეგები, უითითებს საერთაშორისო აქტებს და ამიტომ ეხლა კანონის დონეზე ადგენენ კონფიდენციალობის ვალდებულებას.

კანონპროექტები იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14073

6. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა ახალი კანონის პროექტი საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ და ცვლილებები გამომდინარე კანონპროექტებში, რომლის თანახმად:

  • საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი (მძღოლი) ვალდებულია დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს ტერიტორიაზე მისი ყოფნის სრული პერიოდით
  • აღნიშნული დაზღვევით ანაზღაურდება ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით და მისგან გამომდინარე დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანი
  • დაზარალებულისათვის მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს ახლად შექმნილი ააიპსავალდებულო დაზღვევის ცენტრი

კანონპროექტთა პაკეტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14069

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით