64-ე ბიუროს სხდომა (5 ივნისი, 2017)

07 ივნისი 2017
  1. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა და თანმდევ კანონპროექტებში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად:
  • ნაცვლად არსებული 12 თვითმმართველი ქალაქისა, დარჩება 5 თვითმმართველი ქალაქი; განისაზღვრება ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ მთავრობის და მუნიციპალიტეტების ვალდებულებებს და ამ ვალდებულებათა შესრულების ვადა- 2017 წლის 1 აგვისტო
  • და სხვა ცვლილებები

კანონპროექტთა პაკეტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/13984

------

2. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინციატივა შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის პროექტი შესახებ, წარმოდგენილი ცვლილებებით:

  • კანონპროექტის მოქმედება ვრცელდება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, რომელთა ჩამონათვალს კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. გათვალისწინებულია ამ ტიპის სამუშაოების შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება
  • გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხები: ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები: ) გაფრთხილება; ) ჯარიმა; ) საქმიანობის შეჩერება
  • და სხვა ცვლილებები

კანონპროექტთა პაკეტები იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/13972

------

3. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინციატივა სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად შემოდის საზოგადოებრივი (მასობრივი) თავშეყრის ადგილების მფლობელთა (სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტები) მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა

კანონპროექტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14005

------

4. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების (. ბესელია, . ვოლსკი, . ზარდიაშვილი, . გოგუაძე, . ოხანაშვილი, . წულაია, . გოგიჩაიშვილი, . მაჭარაშვილი, . ხატიძე, . ბენაშვილი, . სამხარაძე, . ფოფხაძე, . მათიკაშვილი, . ჩრდილელი, . კახიანი) ინიციატივა საარჩევნო კოდექსსა და თანმდევ კანონპროექტებში ცვლილებების შეტანის შესახებ. ინიციატივის საფუძველია ცესკოს მიერ შემოტანილი და კომიტეტის მეირ მოწონებული საკანონმდებლო წინადადება. ცვლილებები გულისხმობს შემდეგს:

  • საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრების დანიშვნა დაკავშირებული იქნება პარტიის მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობასთან, ნაცვლად პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებასთან
  • და სხვა ცვლილებები

კანონპროექტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14012

------

5. ბიუროზე დარეგისტრირდა . ბესლიას, . ფოფოხაძისა და . ჩრდილელის ინციატივა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად:

  • პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებდადგენილებით განსაზღვრულ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირებს გაუგრძელდათ 1 წლით ვადა, რომლის განმავლობაშიც მათ ექნებათ შესაძლებლობა შუამდგომლობთ მიმართონ სასამართლოს და მათ მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა მოითხოვონ, ზეპირი განხილვის წესით, მხარეთა მონაწილეობით

კანონპროექტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/13978

------

6. ბიუროზე დარეგისტრირდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მთავრობის ინიციატივა, რომლის თანახმად:

  • კანონპროექტით ცვლილება შედის მოხელის კლასის მინიჭების საფუძველში. არსებული ჩანაწერი ითვალისწინებს კლასის მინიჭებას სამსახურის სტაჟის და შეფასების შედეგების გათვალისწინებით. შემოთავაზებული ცვლილებით მოხელისათვის კლასის მინიჭება მოხდება მხოლოდ შეფასების შედეგების გათვალისწინებით.
  • და სხვა ცვლილებები

კანონპროექტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/13980

------

  1. ბიუროზე დარეგისტირებულია პარლამენტის წევრების . ბესელია, . გოგიჩაიშვილი, . ზარდიაშვილის ინიციატივა რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ. ცვლილებების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ასარჩევად საკმარისი იქნება სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, ნაცვლად 10 წლის გამოცდილებისა.

კანონპროექტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/13957

------

8. ბიუროზე დარეგისტრირდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინციატივა (ავტორი სახალხო დამცველი) სახალხო დამცველის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად :

  • სახელმწიფო ბიუჯეტში სახალხო დამცველის აპარატისთვის განკუთვნილი ხარჯების ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ სახალხო დამცველის თანხმობით; იქნება ახალი თანამდებობა - აპარატის უფროსის სახით.

კანონპროექტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/13955

------

9. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინციატივა საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. ცვლილებები ინიციატორის მითითებით მიზანია საერთაშორისო რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ცვლილებები მათ შორის ითვალისწინებს კვალიფიკაციის შენარჩუნებისათვის განსაზღვრული მინიმალური ნამუშავევარი საათების ანაზღაურების საკითხსა და სხვა ცვლილებებს.

კანონპროექტი იხ. აქ: http://info.parliament.ge/#law-drafting/14004

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით