2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტი ინიციირებულია (ბიუროს 106-ე სხდომა)

21 ნოემბერი 2017
  1. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმადაც ცვლილება შედის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების ნაწილში, კერძოდ:

  • მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 740.0 მლნ ლარით, რაც 59 მლნ ლარით აღემატება 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცებულ გეგმას

  • დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 020.0 მლნ ლარით, რაც 241 მლნ ლარით აღემატება 2017 წლის პირველად გეგმას

  • აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 435.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც 192 მლნ ლარით ნაკლებია 2017 წლის დამკტიცებულ გეგმასთან შედარებით;

  • იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 60.0 მლნ ლარით, რაც 11 მლნ ლარით ნაკლებია თავდაპირველ გეგმასთან შედარებით

  • სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები იზრდება 305.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 11 720.5 მლნ ლარით

კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14720

2. ბიუროზე დარეგისტირდა გ. კახიანის ინიციატივა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ კანონში ცვლილებების თაობაზე, რომლის თანახმადაც:

  • არა მხოლოდ საკონსტიტუცი სასამართლოს თავმჯდომარის, არამედ ზოგადად  საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატის ოდენობას განსაზღვრავს  საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი  სახელმწიფო ბიუჯეტით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში

კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14709

3.  ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრის  რომან გოცირიძის (ფრაქცია ნაცონალური მოძრაობა) ინიციატივა საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმადაც:

  • ბიუჯეტის მთლიანი სალდოს დაანგარიშების წესი განისაზღვრება შემდეგნაირად:  „ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა არის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო, ხოლო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების ცვლილებას და ფინანსური აქტივების ცვლილებას შორის სხვაობა -ბიუჯეტის მთლიანი სალდო"

როგორც ინიციატორი უთითბს ,,დეფიციტის აღრიცხვის აღნიშნული მეთოდოლოგიის შემოღება გამოიწვევს ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლის ზრდას. ახალი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი არ აღემატება „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანული კანონით განსაზღვრულ 3%-იან ზღვარს და საშუალოვადიან პერიოდში 2,7%-ზე ნარჩუნდება

კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/14712

 

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით