სარგებლობის წესები

ვებ გევრდის chemiparlamenti.ge და მისი სერვისებით სარგებლობის წესები

 
პარლამენტის წევრების შესახებ ინფორმაცია

ცალკეული პარლამენტის წევრის შესახებ ინფორმაცია ეყრდნობა პარლამენტის ოფიციალურ ვებ გვერდს, ორგანიზაციის კვლევებსა და საპარლამენტო გუნდის დაკვირვებებსა და საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე ატვირთულ საჯარო დეკლარაციების მონაცემებს. იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტის წევრს შემოსავალი მითითბული აქვს ლარის გარდა სხვა ვალუტაში, საიტზე მითითებული იქნება მისი ექვივალენტი ლარში იმ პერიოდში მოქმედი კურსის შესაბამისად. ვებ გვერდი პასუხს არ აგებს დეკლარაციაში არსებული არაზუსტი ინფორმაციის საიტზე განთავსებისათვის.

 

დაუსვი შეკითხვა პარლამენტის წევრს

ვებ გვერდის სერვისით სარგებლობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს. კითხვა და კითხვის ადრესატის არჩევა ხდება დაინტერესებული პირის მიერ. ვებ გვერდი ტექნიკურად უზრუნველყოფს კითხვის პარლამენტის წევრისათვის მიწოდებას. კითხვის შინაარსი უნდა გამომდინარეობდეს პარლამენტის წევრისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებებიდან და ვალდებულებებიდან. კითხვის შინაარსი არ უნდა შეიცავდეს შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, ფინანსურად დახმარების შესახებ თხოვნას. ასეთი გარემოებების არსებობის შემთხვევაში საიტი გააუქმებს კითხვის გაგზავნის პროცესს. კითხვის წარმატებით გაგზავნის შემთხვევაში მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას ელ. ფოსტის საშუალებით.

 

მიაწოდე იდეა პარლამენტს

„მიაწოდე იდეა პარლამენტს” დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას გაუგზავნოს პარლამენტს ელექტრონული ფორმით საკანონმდებლო წინადადება - საკუთარი იდეები და მოსაზრებები კანონის მიღების ან კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.  შესაბამისი განცხადების ფორმის შევსების შემდეგ თქვენს იდეას ელექტრონული ფორმით პარლამენტს გადავუგზავნით. საკანონმდებლო წინადადების ავტორთან კომუნიკაცია უნდა მოხდეს ვებ გევრდისაგან დამოუკიდებლად პარლამენტის მიერ.

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით