ჩვენ შესახებ

საპარლამენტო მონიტორინგის ვებგვერდი CHEMIPARLAMENTI.GE

საპარლამენტო მონიტორინგის ვებგვერდი ChemiParlamenti.ge „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პარლამენტის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში შეიქმნა და მიზნად ისახავს მოქალაქეების ინფორმირებულობის ამაღლებას იმის შესახებ, თუ ვინ წარმოადგენს მათ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება მათი სახელით.

ChemiParlamenti.ge შესაძლებელს ხდის საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეების უფრო მეტად ჩართვას, წარმოადგენს საშუალებას მომხმარებლისთვის:

  • იხილოს პარლამენტის წევრთა შესახებ ინფორმაცია, მათ შორის საკანონმდებლო საქმიანობის, შემოსავლებისა და ბიოგრაფიული მონაცემები.

  • თვალი მიადევნოს მიმდინარე კანონპროექტებს და მათი განხილვის სტადიებს მარტივად გასაგებ ფორმატში;

  • გამოიწეროს SMS სერვისი, რომლის საშუალებით ინტერესის სფეროს შესაბამისად მიიღებს ინფორმაციას აქტუალური საკითხების  პარლამენტში  განხილვის თაობაზე.

  • გაუგზავნოს იდეა და მოსაზრება პარლამენტს, სასურველი ცვლილების შესახებ.

  • გაეცნოს ორგანიზაციის აქტივობების შესახებ ინფორმაციას, რომელიც პარლამენტთან არის დაკავშირებული, გაეცნოს ამ საკითხთან დაკავშირებით პუბლიკაციებს.

ვებგვერდი ChemiParlamenti.ge შეიქმნა შვედეთის განვითარების სააგენტოს (Sida) გრანტის ფარგლებში.

SIDA

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 61, 0102

+995 32 292 14 03

ელფოსტა: parliament@transparency.ge

 

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით