ცრუ ჩვენების მიცემისათვის სანქციები მკაცრდება

06 აპრილი 2018

(ბიუროს 145-ე სხდომა)

  1. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად  მკაცრდება სანქციები, კერძოდ:

  • ცრუ ინფორმაციის, ჩვენების, ყალბი დასკვნისათვის თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრება ვადით 3 წლის (ნაცვლად 4 წლამდე), ანგარებით და პირადი მოტივით ჩადენისას დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-6 წლამდე (ნაცვლად 2.-4 წლამდე ვადისა); იმ საქმეზე სადაც ბრალდება არის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე იქნება თავისუფლების აღკვეთა  3-7 წლამდე (ნაცვლად 2-6 წლამდე)

  • ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში სანქცია იქნება თავისუფლების აღკვეთა ვადით 6 წლამდე

  • დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის შემთხვევებში მოხდა  სანქციების გრადაცია ნაწილების სიმძიმის შესაბამისად.

ინციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15393

2. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის შესაბამისად მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელი დაჯარიმდება მესამე პირთა წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობისათვის, კერძოდ:

  • სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელი  მესამე პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობ დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით.  ამ ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისათვის (მოძრავი ქონება, მარაგები) მიყენებული ზიანის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის დაჯარიმებას, ობიექტში ფუნქციონირებადი დაუზღვეველი კომერციული ობიექტების რაოდენობის 100 ლარზე ნამრავლის ოდენობით.

  • პროექტით ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგურის მფლობელის მიერ სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა – გამოიწვევს ამ ობიექტის დაჯარიმებას თითოეული დაუზღვეველი ობიექტის (სადგური) რაოდენობის 1000 ლარზე ნამრავლის ოდენობით;

  • 100 და მეტ ადგილიანი სასტუმროს/დასასვენებელი სახლის მფლობელის მიერ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა – გამოიწვევს ამ ობიექტის მფლობელის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით

  • შემთხვევების განმეორებისას გათვალსიწინებულია სახდელის ორმაგი ოდენობით დაკისრება

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15394

 

3. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა რეგულირების საფასურის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • სსიპ - წიაღის ეროვნულ სააგენტოს მიეცემა შესაძლებლობა გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15389


4. ბიუროზე დარეგისტრირდა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" ალტერნატიული წინადადება მთავრობის ინიციატივაზე საგადასახადო კოდექსში ცვლილებასთან (მცირე ბიზნესთან დაკავშირებით) დაკავშირებით.

5. ბიუროზე დარეგისტრირდა ემზარ კვიციანის ინიციატივა  სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • კოდექსს ემატება ახალი შემადგენლობა  - რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. კერძოდ:  რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, - პროექტის მიხედვით დაისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე. რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება დაისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე.

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15385

6. ბიუროზე დარეგისტრირდა რომან გოცირიძის ინიციატივა ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს  ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში კომისიის წევრებისთვის და ხელმძღვანელი პირებისთვის თვიური შრომის ანაზღაურების ზედა ზღვრის დაწესებას:

  • პროექტით მარეგულირებელი კომისიის წევრის, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის შრომითი ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების 1 თვის ოდენობას

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15383

 

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით