მანდატურის სამსახურის შესახებ ახალი ინიციატივა პარლამენტს წარედგინა

11 აპრილი 2018

ბიუროს 146-ე სხდომა

  1. ბიუროზე დარეგისტრირებულია ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მთავრობის ინიციატივა, რომლის შესაბამისად:

  • საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ერთად, განისაზღვრება უსაფრთხოების დაცვა, ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა,ძალადობის საწინააღმდეგო (მათ შორის - ანტიბულინგური) საგანმანათლებლო კამპანიების და სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; მანდატურები ასევე განახორციელებენ ფსიქოლოგების საქმიანობის კოორდინაციასა და საინფორმაციო მხარდაჭერის აღმოჩენას

  • იცვლება მანდატურის დანიშვნის წესი.

  • ცვლილებები ითვალისწინებს განათლების სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებას: დაამტკიცოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები.

  • მანდატურის სამსახურის უფლებამოსილებებს ემატება საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით შსს-სთან ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და სხვადასხვა პრევენციული ღონისძიების დასაგეგმად თანამშრომლობა

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15430

2. ბიუროზე დარეგისტრირებულია მთავრობის ინიციატივა თავდაცვის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • მთავრობას ენიჭება უფლებამოსილებას საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, შესაბამისი დადგენილებით დაარეგულიროს საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხები

  • 2013 წელს საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ხორციელდება ცვლილებები კანონმდებლობის შესაბამისობისათვის და პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესახებ ჩანაწერის ამოღება ხდება

კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15427

3. ბიუროზე დარეგისტრირებულია მთავრობის ინიციატივა  საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ და თანმდევ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • მშობლებთან, მეურვესთან, მზრუნველთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად რეგისტრაციას გაივლიან 18 წლამდე (ნაცვლად ამჟამად გათვალისწინებული 16 წლისა) ასაკის პირები

  • გარდაცვლილი პირი რეგისტრაციიდან მოიხსნება  სსიპ შემოსავლების სამსახურისგან საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის სახელმწიფო საზღვარზე გადმოსვენების შესახებ შეტყობინების/ინფორმაციის მიღების შემთხვევაშიც   

  • უცხოეთში მცხოვრები თამამემამულის მოწმობის კონკრეტული რეკვიზიტის დაუდგენლობის ან არარსებობის შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრს ენიჭება ასეთი რეკვიზიტის შევსების წესის განსაზღვრის უფლებამოსილება

ინიციატივა იხ. აქ:https://info.parliament.ge/#law-drafting/15428

4. ბიუროზე დარეგისტრირებულია ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის ინიციატივა საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის მიზანია საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება  („სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ).  ცვლილების თანახმად:

  • საგადასახადო ორგანო, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულებას განსაზღვრავს საბაზრო ფასით, მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი დააკმაყოფილებს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ კრიტერიუმებს.

  • ფინანსთა მინისტრმა 2018 წლის 1 მაისამდე უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი.

ინიციატივა იხ.აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15433

5. ბიუროზე დარეგისტრირებულია მთავრობის ინიციატივა სამოქალაქო კოდექსსა და თანმდევ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ათწლიანი ხანდაზმულობის ვადა არ გავრცელდება განქორწინების თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე განსახორციელებელ განქორწინების რეგისტრაციაზე

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15432

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით