ქონებრივი დეკლარაციების შევსების წესის შეცვლის თაობაზე ინიციატივები ბიუროზე დარეგისტრირდა

12 აპრილი 2018

(ბიუროს 146-ე სხდომა)

  1. ბიუროზე დარეგისტრირებულია რევაზ არველაძის ინიციატივა  „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ"  კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციაში საჯარო  არ უნდა იყოს  მასთან მუდმივად მცხოვრები პირის შესახებ ინფორმაცია გარდა მეუღლისა, არასრულწლოვანი შვილებისა და გერებისა.  

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15418

2. ბიუროზე დარეგისტრირდა რევაზ არველაძის ინციატივა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე რომელიც ითვალისწინებს  ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის დროს არსებითი დარღვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გაუქმებას, შესაბამისად 1000 ლარიანი ჯარიმის გაუქმებას და ამასთან ერთად დაგვიანებით დეკლარაციის წარდგენისას პირი 1000 ლარის ნაცვლად დაჯარიმდეს 100 ლარით.  

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15419

3. ბიუროზე დარეგისტრირებულია მთავრობის ინიციატივა დიპლომატიური სამსახურის შესახებ და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც მათ შორის გულისხმობს:

  • ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი დაიყოფა სამ ნაწილად: ადმინისტრაციული პერსონალი (საშტატო თანამდებობა - პროფესიული საჯარო მოხელე), ტექნიკური პერსონალი (ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მისაღებ პირთა კატეგორია) და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი .

  • დიპლომატიური თანამდებობების ჩამონათვალს ემატება პირველადი დიპლომატიური თანამდებობა - ატაშე

  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დიპლომატიური სამსახურის ადმინისტრაციული პერსონალისათვის დგინდება თანამდებობების რანგირებისა და კლასის მინიჭების წესი. ამ სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, საჯარო სამსახურის შესახებ კანონით გათვალისწინებული თანამდებობათა რანგირება მათ შეეხება მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვეებში გათანაბრების სახით

  • უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობების ჩამონათვალს ემატება გენერალური დირექტორატის უფროსის თანამდებობა

  • დიპლომატიურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნის ერთ-ერთ ალტერნატივად დგინდება საჯარო სამსახურის კანონით გათვალისწინებული დახურული კონკურსი.

  • საჯარო სამსახურის რეფორმის გათვალისწინებით, დიპლომატიური რანგის ვადაზე ადრე მინიჭება შესაძლებელი იქნება არა ატესტაციის, არამედ შეფასების შედეგების საფუძველზე საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

  • ემატება სამინისტროს ვალდებულება, წელიწადში 2-ჯერ განახორციელოს სამინისტროს სისტემაში არსებულ (ცენტრალური აპარატი, დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებები) ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობებზე შერჩევის ჩატარება.

  • უქმდება  დიპლომატიური სამსახურის აქტიური რეზერვი

  • განისაზღვრება შეღავათები იმ დიპლომატიური თანამდებობის პირებისათვის/დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფი პირებისათვის რომელებიც სამუშაოდ გადადიან სხვა საჯარო დაწესებულებაში ( ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელების მიმართულებით)

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15424

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით