ქონებრივ დეკლარაციებთან დაკავშირებით ინიციატივა ბიუროს წარედგინა

27 თებერვალი 2018

(ბიუროს 136-ე სხდომა)

1. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების ინიციატივა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • იცვლება დეკლარაციის შევსების ერთ-ერთი წესი, კერძოდ თანამდებობის პირმა დეკლარაციაში ინფორმაცია საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიშის ან/და შენატანის, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს თანამდებობის პირს ან მისი ოჯახის წევრს, შესახებ დააფიქსიროს დეკლარაციის შევსების თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით

  • თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ბიუროს ექნება შესაძლებლობა მიიღოს ასევე გადაწყვეტილება  არაარსებითი დარღვევის დადგენის შესახებ. მოქმედი რედაქციით არის 2 შესაძლებლობა: დარღვევის არსებობის ან არარსებობის შესახებ.

  • განისაზღვრება იმ შემთხვევათა ჩამონათვალი, როდესაც ბიუროს ექნება უფლებამოსილება დაადგინოს არაარსებითი დარღვევა

  • ნაცვლად 1000 ლარით დაჯარიმებისა, თანამდებობის პირი დაჯარიმდება თანამდებობრივი სარგოს 25%-ის ოდენობით.  ასევე დგინდება ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 500 ლარი.

  • არარსებითი დარღვევის არსებობისას პირს მიეცემა გაფრთხილება.  თანამდებობის პირის მომდევნო მონიტორინგის პროცესში, დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ბიუროს მიერ მიიღება გადაწყვეტილება  დარღვევის არსებობის შესახებ.

ვრცლად კანონპროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15207

2. ბიუროზე დარეგისტრირდა საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ პარლამენტის წევრების ( ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, გოგა გულორდავა) ინიციატივა.

მიზეზი არის ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში 2017 წლის დეკემბრის თვეში განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილება და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა ჩამონათვალს დაემატა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.  მაგრამ მისთვის ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობა არ იყო გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში, არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი.  

წარმოდგენილი ცვლილებით:

  • კანონის №4 დანართი ყალიბდება ახლებურად და მის №4.1 ცხრილს ემატება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და მისი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი -   3.0

  • №4.2 ცხრილს ემატება საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და მათი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი -  2.0

ცვლილება იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15205

3. ბიუროზე დარეგისტრირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ პარლამენტის წევრების (ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, გოგა გულორდავა, ირაკლი მეზურნიშვილი) ინიციატივა, რომლის შესაბამისად თითოეულ მუნიციპალიტეტს ექნება საშუალება მის ადმინისტრაციულ საზღვრებში თავად უზრუნველყოს დგომა/გაჩერების წესების რეგულირება, კერძოდ:

  • მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილას მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშეავტოსატრანსპორტო საშუალების დგომის წესების დარღვევა, (გარდა იმ შემთხვევისა, თუ მუნიციპალიტეტს არ აქვს დადგენილი საფასური), ნებისმიერ მუნიციპალიტეტში გამოიწვევს დაჯარიმებას  10 ლარის ოდენობით.

ვრცლად იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15204

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით