„გირგვლიანის შესწორებები” პარლამენტს წარედგინა

05 აპრილი 2018

ბიუროს 145-ე სხდომა

ბიუროზე დარეგისტრირდა ფრაქცია „ქართული ოცნების" ინიციატივა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე ე.წ. „გირგვლიანის შესწორებები", რომლის შესაბამისად:

  • კოდექსს ემატება ახალი შემადგენლობა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების გაცემა ან დავალების მიცემა, რომელიც  დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-8 წლამდე. ასევე განისაზღვრება სხვადასხვა დამამძიმებელი გარემოება (უკანონო ბრძანების გაცემა ან დავალების მიცემა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მიზნით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების გაცემა ან დავალების მიცემა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მიზნით  და სხვა შემთხვევები) შესაბამისი სასჯელებით.

  • ემატება  ახალი შემადგენლობა  სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობა.  ეს ქმედება განისაზღვრა როგორც სამართალწარმოების განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით პირისთვის პირდაპირ ან არაპირდაპირ უკანონო შეთავაზება, რათა ამ უკანასკნელმა დაიბრალოს, დაფაროს ან არ შეატყობინოს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ეს ქმედება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-7  წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.

  • განმარტების/ჩვენების მიცემის იძულება სახელმწიფო თანამდებობის პირის მიერ დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-9 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადით 1-3 წლამდე

  • ემატება ასევე დაშაულის დაფარვა მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირისმიერ დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-8 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე

  • სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ დანაშაულის შეუწყობინებლობა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-5 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.

ვრცლად ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15384

 

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით