ბიუროს 147-ე სხდომა

17 აპრილი 2018

1. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების გიორგი კახიანის და გურამ მაჭარაშვილის ინიციატივა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • რეგლამენტით განისაზღვრა რომ საქართველოს პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაში გაწევრიანების ან ახალი ასამბლეის შექმნაში მონაწილეობის თაობაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს დადგენილების ფორმით.

ინციიატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15449

2. ბიუროზდე დარეგისტრირდა ვანო ზარდაიშვილის და რატი იონათამიშვილის ინიციატივა საერთო სასამართლოების შესახებ კანონსა და მოსამართლეებთან  კომუნიკაციის წესების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც გამომდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან (საქმეზე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). ძალადაკარგულად ცხადდება მოსამართლეთა დისციპლინური წარმოების მარეგულირებელი სპეციალური კანონი და დებულებები აისახება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში.

ინიციატივები: https://info.parliament.ge/#law-drafting/15456

3. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა ეროვნული ბანკის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება განხორციელდება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე,  დამრგვალების პრინციპი გულისხმობს თანხის დამრგვალებას მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე

  • უქმდება  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ისეთი სამართალდარღვევისათვის, როგორიცაა: მეწარმე სუბიექტის მიერ მომხმარებელთან ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განუხორციელებლობა.

  • ცვლილება ამოქმედდება 2019 წლის 1 იანვარიდან

ინიციატივა იხ. აქ:    https://info.parliament.ge/#law-drafting/15468

4. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ კანონსა და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელის შესაბამისად

  • პროექტი ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე საქართველოს იუსრიდიქციის სრულად აღდგენამდე, ამ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციისა და მათთვის რეგისტრაციის საფუძველზე პირადი ნომრის მინიჭების შესაძლებლობის დადგენას.

  • პირადი ნომრის მინიჭებით, მათ კვლავ ექნებათ პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის, საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების შესაძლებლობა, თუმცა, ასეთ პირებს მიეცემათ საშუალება აირჩიონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სერვისებით, პროგრამებითა და შეღავათებით სარგებლობის მექანიზმები.

  • გათვალისწინებულია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მიღებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესაძლებლობა  და სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირებზე გავრცელდება დაბეგვრის შეღავათიანი წესი

ვრცლად იხ.აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15458

5. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა საკონსულო საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად იცვლება სსიპის  სახელწოდება (სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი)

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15469

6. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლითაც სამართლებრივ საფუძველი იქმნება ტყის ეროვნული აღრიცხვისთვის.

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15455

7. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად ემატება სადემონსტრაციო ფრენის (ავიაშოუ) განმარტება.

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15454

 

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით