აჭარის ა/რ კონსტიტუციის ცვლილების პროექტი პარლამენტს წარედგინა

27 მარტი 2018

ბიუროს 144-ე სხდომა

ბიუროზე დარეგისტრირდა  აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წარმოდგენილი პროექტი აჭარის ა/რ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე. წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტი სრულად ანაცვლებს აჭარის ა/რ მოქმედ კონსტიტუციას. ცვლილებები მათ შორის ითვალისწინებს:

  • სიახლეებს აჭარის ა/რ განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების ჩამონათვალში (აჭარის ა/რ საკუთრებაში არსებული მიწის, ტყისა და წყლის რესურსების მართვა და განკარგვა; სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და განვითარება;  საავტომობილო გზების და სხვა ინფრასტრუქტურის მართვა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების დადგენა და მინიჭება);

  • ადგენს უფლებამოსილებათა უნივერსალობის პრინციპს, რომლის თანახმად, აჭარის ა/რ გარდა განსაკუთრებულ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხებისა ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის, გარემოს დაცვის სფეროში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ან ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ საკუთარ უფლებამოსილებას და რომლის განხორციელებაც  კანონმდებლობით არ გამოირიცხება აჭარის ა/რ უფლებამოსილებიდან

  • ცვლილებებს მთავრობას კონტროლის განხორციელების მიმართულებით, მათ შორის ხდება უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვისა და ინტერპელაციის კონსტიტუციური რეგლამენტაცია; იცვლება  მთავრობის დამტკიცების წესი, უნდობლობის გამოცხადების პროცედურა

  • და სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები

პროექტი იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15370

 

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით