Question to Eka Beselia

მ ბ
Nov. 16, 2015

1 ianvridan amoqmeddeba kanonshi cvlileba arasrulwlovanta shesaxeb.. romelic itvaliswinebs sasjelis vadis shemcirebas.. sheexebat tu ara es cvlileba im msjavrdebulebs romlebic arasrulwlovnobis periodshi arian gasamartlebulebi da exla srulwnovnebi ixdian sasjels ... madloba winaswar !

Answered: 27/30 question(s)

მოგესალმებით,
თქვენი შეკითხვის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის 15 ივნისს მიღებული იქნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც ამოქმედდება 2016 წლის 1 იანვრიდან. იგი ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში პროცესუალური ნორმების ლიბერალიზაციას. ამ კუთხით კოდექსი აწესებს ყველაზე მსუბუქი საშუალებისა და ალტერნატიული ზომების უპირატესობას ბრალდებულ არასრულწლოვანთან მიმართებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად სასჯელის შეფარდებისას პირველ რიგში განხილულ უნდა იქნეს ყველაზე მსუბუქი საშუალების გამოყენების შესაძლებლობა და უფრო მძიმე ზომა შეფარდებულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მსუბუქი საშუალება მიზანს ვერ მიაღწევს. ამასთანავე არასრულწლოვნის მიმართ პირველ რიგში განიხილება მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდების ან აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა.

რაც შეეხება კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებისთვის არასრულწლოვანთან მიმართებაში სასჯელის ვადის შემცირებას, ამ კუთხით სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება არ განხორციელებულა.

Ask a question

Your name and question will be publicly available on this website, but not your email address or mobile phone number.
The latter will be used for notification when the question has been answered.
Using pseudonyms is encouraged.

Bold fields are required